არსებობის მანძილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის ცნობილ სამეცნიერო ცენტრებთან. ინსტიტუტის სემინარზე სხვადასხვა დროს არაერთხელ გამოსულან მოხსენებით ცნობილი მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრალიიდან, საქართველოდან.
თანამშრომლობის ამ ფორმას ინსტიტუტი ახლაც წარმატებით აგრძელებს. 14 მაისს ინსტიტუტის სემინარზე მოხსენებით გამოვიდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორსი გიორგი ონიანი.
გიორგი ონიანის მოხსენება „ოპერატორთა მიმართულებების თითქმის ყველგან კრებადობა და სუსტი ტიპის მაქსიმალური უტოლობები“, ეხება მათემატიკის დარგის აქტუალურ ამოცანებს. შესაბამისი ნაშრომი (DOI: 10.4064/fm272-2-2023) გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნალში Fundamenta Mathematicae.