2025 წლის 14 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ჩატარდა გამოთვლითი მეთოდების განყოფილების გამგის არჩევნები. საბჭოს მიერ კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, გამოთვლითი მეთოდების განყოფილების გამგის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩეული იქნა მამული ზაქრაძე.