საქართველოს ტექნიკური უნი¬ვერ¬¬სიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიამ შემადგენლობით: მ. ჯანიკაშვილი (საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე), ზ. სანიკიძე (საკონკურსო კომისიის მდივანი), ლ. კობახიძე, ჰ. მელაძე, ქ. ყაჭიაშვილი, 2025 წლის 15 ივლისს ჩაატარა არჩევნები აღნიშნულ ინსტიტუტში ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დაკავების მიზნით.
სტუ-ს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის
- ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილებაში:
– მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეული იქნა ვახტანგ კვარაცხელია (0.5 საშტატო ერთეული);
– მეცნიერი თანამშრომლის ვაკანსიაზე (0.5 საშტატო ერთეული) საკონკურსო განაცხადი არავის შემოუტანია. შესაბამისად, აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევნები არ ჩატარებულა.
- გამოთვლითი მეთოდების განყოფილებაში:
– მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეული იქნა ზაზა თაბაგარი (0.5 საშტატო ერთეული).
- მათემატიკური მოდელირების განყოფილებაში:
– მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეული იქნა რატი სხირტლაძე (1 საშტატო ერთეული).
საკონკურსო კომისია
15 ივლისი, 2025 წელი