2022 – 2025 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კოორდინაციით შესრულდება ჰორიზონტი ევროპას (HORIZON EUROPE) პროექტი #101078950 (call -WIDERA-2021-ACCESS-03 (Twinning )): ხელოვნური ინტელექტის ნეთვორკინგის და თვინინგის ინიციატივა საქართველოში (Georgian Artificial Intelligence Networking and Twinning Initiative). პროექტის აკრონიმია: GAIN.
ჩვენი პარტნიორები არიან ევროპული კვლევების უპირობო ლიდერები DFKI – გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (გერმანია) და INRIA – ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი). აგრეთვე, მაღალი ტექნოლოგიების კომპანია EXOLAUNCH (გერმანია).
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გადაიდგას სტრატეგიული ნაბიჯები საქართველოს ინტეგრირების მიმართულებით იმ ევროპულ სისტემაში, რომლის ერთერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და მომავლის ტექნოლოგიებში. დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდება ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ზოგიერთი კვლევითი პროფილის შესაბამისობაში მოყვანა ხელოვნური ინტელექტის პროფილთან და მისი დაკავშირება ევროპის კვლევების და ინოვაციების საზოგადოებასთან.