ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილების გამგე, პროფესორი ვაჟა ტარიელაძე დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში “იუნესკოს” მიერ 2001 წელს დაფუძნებულ ღონისძიებაზე – “მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის”, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად, 10 ნოემბერს.