მიმდინარე წლის 25-30 სექტემბერს ქალაქ ერევანში (სომხეთი) გაიმართა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია “კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023” (http://www.csit.am/23), რომელიც მიეძღვნა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილეს. აღნიშნული კონფერენცია ტრადიციულია და 1997 წლიდან იმართება ორ წელიწადში ერთხელ. მისი მიზანია კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის მკვლევარებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და წახალისება. აღნიშნული კონფერენციები მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს სპეციალისტებში და მათ მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ცნობილი მეცნიერები ქვეყნებიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგია, ირანი, კანადა, ლიტვა, ნორვეგია, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სომხეთი, უკრაინა უნგრეთი, ფილიპინები, ყაზახეთი, ჩინეთი და ა.შ.
წელს კონფერენციაზე მუშაობდა სექციები: ალგორითმები, ავტომატები და ლოგიკა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, ღრუბლოვანი გამოთვლები, კრიპტოგრაფია და კიბერუსაფრთხოება, დისკრეტული მათემატიკა და კომბინატორული ანალიზი. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებები, ინფორმაციის თეორია და კოდირების თეორია, განაწილებული სისტემები, დიდი მონაცემები, სახეთა ამოცნობა და გამოსახულებათა დამუშავება, ტელეკომუნიკაციები და ქსელები და სხვა.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ჩართული იყო ორი მოხსენება ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჰამლეტ მელაძე და მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მარინე მენთეშაშვილი.
ჰ. მელაძე იყო კონფერენციის საპროგრამო კომიტეტის წევრი; ვ. კვარაცხელია და ჰ. მელაძე იყვნენ კონფერენციის ორი სექციის თანათავმჯდომარეები.
კონფერენციის შრომების კრებული განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://csit.am/2023/proceedings.php.