Skip to content

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  • GE

კონტაქტი
  • მთავარი
  • ინსტიტუტის შესახებ
    • ისტორია
    • ინსტიტუტის მისია
    • მიზნები & პერსპექტივები
    • ინსტიტუტის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები
    • კონტაქტი
    • სტრუქტურა & შემადგენლობა
      • ადმინისტრაცია
      • სამეცნიერო საბჭო
      • ბრძანებები, დადგენილებები
      • თანამშრომლები
      • სამეცნიერო განყოფილებები
      • გამოთვლითი ცენტრი
  • სამეცნიერო საქმიანობა
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ღონისძიებები
    • ფოტოგალერეა
    • ინსტიტუტის პროექტები
    • სამეცნიერო ანგარიშები
    • ინსტიტუტის გამოცემები
  • კონკურსები
  • IN MEMORIAM
  • ბიბლიოთეკა
Menu
  • მთავარი
  • ინსტიტუტის შესახებ
    • ისტორია
    • ინსტიტუტის მისია
    • მიზნები & პერსპექტივები
    • ინსტიტუტის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები
    • კონტაქტი
    • სტრუქტურა & შემადგენლობა
      • ადმინისტრაცია
      • სამეცნიერო საბჭო
      • ბრძანებები, დადგენილებები
      • თანამშრომლები
      • სამეცნიერო განყოფილებები
      • გამოთვლითი ცენტრი
  • სამეცნიერო საქმიანობა
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ღონისძიებები
    • ფოტოგალერეა
    • ინსტიტუტის პროექტები
    • სამეცნიერო ანგარიშები
    • ინსტიტუტის გამოცემები
  • კონკურსები
  • IN MEMORIAM
  • ბიბლიოთეკა
Search
Close
  • მთავარი
  • ინსტიტუტის შესახებ
    • ისტორია
    • ინსტიტუტის მისია
    • მიზნები & პერსპექტივები
    • ინსტიტუტის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები
    • კონტაქტი
    • სტრუქტურა & შემადგენლობა
      • ადმინისტრაცია
      • სამეცნიერო საბჭო
      • ბრძანებები, დადგენილებები
      • თანამშრომლები
      • სამეცნიერო განყოფილებები
      • გამოთვლითი ცენტრი
  • სამეცნიერო საქმიანობა
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ღონისძიებები
    • ფოტოგალერეა
    • ინსტიტუტის პროექტები
    • სამეცნიერო ანგარიშები
    • ინსტიტუტის გამოცემები
  • კონკურსები
  • IN MEMORIAM
  • ბიბლიოთეკა
Menu
  • მთავარი
  • ინსტიტუტის შესახებ
    • ისტორია
    • ინსტიტუტის მისია
    • მიზნები & პერსპექტივები
    • ინსტიტუტის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები
    • კონტაქტი
    • სტრუქტურა & შემადგენლობა
      • ადმინისტრაცია
      • სამეცნიერო საბჭო
      • ბრძანებები, დადგენილებები
      • თანამშრომლები
      • სამეცნიერო განყოფილებები
      • გამოთვლითი ცენტრი
  • სამეცნიერო საქმიანობა
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ღონისძიებები
    • ფოტოგალერეა
    • ინსტიტუტის პროექტები
    • სამეცნიერო ანგარიშები
    • ინსტიტუტის გამოცემები
  • კონკურსები
  • IN MEMORIAM
  • ბიბლიოთეკა

  • GE

კონტაქტი

ცვლილებები სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სე­ნატ­მა განიხილეს და და­ამტკიცეს “საქართველოს ტექნიკური უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გა­მოთვლითი მათემატიკის ინ­ს­ტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესში“ ცვლი­ლე­ბები, რომელიც 2020 წლის 28 დეკემბერს მიიღო ინსტიტუტის სამეც­ნი­ერო საბჭომ. ვაქვეყნებთ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს აღნიშნული სხდო­მის ოქმიდან ამონაწერს.

ამონაწერი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის

სამეცნიერო საბჭოს სხდომა

ოქმი №27

28 დეკემბერი, 2020 წელი

სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: ჰ. მელაძე (საბჭოს თავმჯდომარე), მ. მენთეშაშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), გ. გიორგობიანი, დ. ზარნაძე, მ. ზაქრაძე, ვ. კვარაცხელია, მ. კუბლაშვილი, ბ. მამფორია, ვ. ტარიელაძე, გ. ცერცვაძე, პ. წერეთელი.

სხდომის მდივანი – ინსტიტუტის სწავლული მდივანი ზ. სანიკიძე.

დღის წესრიგის პუნქტი:

2. სამეცნიერო თანამდებობებზე არჩევნებისას საკონკურსო მოთხოვნების შესახებ.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს

ინსტიტუტის დირექტორმა, ვ. კვარაცხელიამ საბჭოს წევრებს მოახსენა “სსიპ საქართველოს ტექ­ნიკური უნი­ვერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინს­ტიტუტის სა­მეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესში“ გარკვეული ცვლილებე­ბის შეტანის მი­ზან­შეწონილობის თაობაზე. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღ­ნიშნულ დო­კუ­მენტში, კონკურსანტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებიდან ზოგიერთი ატა­რებს საკ­მა­რი­სად ზოგად ხასიათს, სახელდობრ, საკვალიფიკაციო მოთხოვნებში თითქმის არ ფიგურირებს კონ­კურსანტის სამეცნიერო აქტივობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩ­ვენებლები.

ამასთან დაკავშირებით, ვ. კვარაცხელიამ საბჭოს წევრებს შეახსენა, რომ სამეცნიერო ჟურნა­ლის და, შე­საბამისად, მასში გამოქვეყნებული ნაშრომის რეიტინგს დღეისათვის განსაზღვრავს მი­სი ინ­დექ­საცია მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებულ ინტერნეტ ბაზებში. ასეთ მას­შტაბურ და მაღალი რანგის ბაზას წარმოადგენს Web of Science, რომლის საძიებო სის­ტე­მაში ინ­­დექსირებული ჟურნალების პრესტიჟულობას და მაღალრეიტინგულობას განა­პი­რო­ბებს სა­თა­ნადო რიცხვითი მახასიათებელი (იმპაქტ-ფაქტორი). მნიშვნელო­ბით მეორე ბა­ზად სამეც­ნი­ერო სივრცეში ითვლება რეფერატიულ-ბიბლიოგრაფიული სისტემა Scopus, სა­დაც ასევე მა­ღალი რეიტინგის მქონე ჟურნალებია თავმოყ­რი­ლი.

ვ. კვარაცხელიამ ხაზი გაუსვა იმ ვითარებას, რომ თანამედროვე მკვლევარის სამეცნიერო მოღ­ვა­წეობა დღესდღეობით ძირითადად ფასდება სწორედ ამ ბაზებში განთავსებული პუბლიკა­ცი­ების მიხედვით და წარმოუდგენელია ისეთი დიდი ტრადიციების მქონე მაღალ­კვალი­ფი­ცი­ურ მეცნიერულ დაწესებულებაში, როგორიცაა ჩვენი ინსტიტუტი, რომელიმე სამეცნიერო ვა­კანსიაზე განხილული იქნას პრეტენდენტი, რომლის ნაშრომები ან საერთოდ არ მოიპოვება ან ნაკლებად იძებნება აღნიშნულ ბაზებში. შესაბამისად, აღნიშნა მან, აუცილებლად მიმაჩნია ეს მდგომარეობა არსებულზე უფრო მკაფიოდ იქნას ასახული ინსტიტუტის ზემოთ მოყვანი­ლი საარჩევნო-ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებში და კარგი იქნება, თუ საბჭო იმს­ჯელებს ამ საკითხზე.

ა ზ რ ი გ ა მ ო თ ქ ვ ე ს

საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად აღნიშნა საკითხის აქტუალობა და დაეთანხმა ინს­ტიტუტის დირექტორის წინადადებას “სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნი­კო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერ­სო­ნალის სამსახურში მიღების წესში“ გარკვეული ცვლილებების შეტანის საკითხის გან­ხილ­ვის აუცილებლობის თაობაზე.

აზრთა გაცვლა-გამოცვლისას გამოიკვეთა რამდენიმე მოსაზრება სამეცნიერო პუბლიკაციების ხა­რისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების დადგენის მიმართულებით. აღნიშნულ შე­ხე­დულებათა საბოლოო შეჯერებისას საბოლოოდ განისაზღვრა ინსტიტუტის საარჩევნო წეს­ში შესატანი ცვლილებები (დადგენილებაში ცვლილებები მუქი ფერის კურსივითაა გა­მო­ყო­ფილი).

დ ა ა დ გ ი ნ ე ს

1. “სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გა­მოთ­ვლი­თი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლე­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლე­ვით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თა­ნამ­დებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 5 წლის გან­მავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი – იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალში, ხოლო დანარ­ჩე­ნი პუბ­ლიკაციებიდან არანაკლებ სამი – Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში. პირი მთავარი მეც­­ნი­ერი თა­ნამ­შრომ­ლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით ან უვადოდ. უვადოდ თა­ნამ­დე­­ბო­ბის და­კა­ვება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მო­თხ­ოვ­ნებს და რო­მელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სა­მეც­ნი­ერო პუბ­­ლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გა­მო­ცე­მებ­ში, მი­ღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პრო­ექ­ტებ­ში და სხვა). უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთ­ხელ ექ­­ვემ­დებარება უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავ­ლას.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შო­რის არანაკლებ სამი – Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში. პირი უფროსი მეც­ნიერი თა­ნამ­შრომ­ლის თანამდებობას 5 წლის ვადით იკავებს.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მა­­გისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გა­მოქ­ვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არა­ნაკ­ლებ ორი – Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში. ეს უკანასკნელი მოთხოვნა პირზე არ ვრცელ­დება, თუ ის პირველად იღებს მეცნიერ-თანამშრომლის გამოცხადებულ კონკურსში მო­ნაწილეობას. პირი მეცნიერი თანამ­შრომ­ლის თანამდებობას 5 წლის ვადით იკავებს.“

2. აღნიშნული დადგენილება წარედგინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკა­დე­მი­­ურ საბჭოს განსახილველად.

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ჰ. მელაძე

საბჭოს მდივანი ზ. სანიკიძე

ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ვადასტურებ ხელმოწერილია ზ. სანიკიძე

სტუ-ს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის

სწავლული მდივანი

Copyright © 2021. ALL RIGHTS RESERVED!
Facebook
linkedin
(+995) 555 12 97 50
TOP.GE
Created & Powered BY
Vasco
Scroll to Top