ორშაბათს, 8 ნოემბერს,14 საათზე,
ინსტიტუტის სააქტო დარბაზში შედგება პროფესორ გივი თალაკვაძის მოხსენება “საქართველოს პრიორიტეტები და რესურსები”.
სემინარის მონაწილეებს შეგახსენებთ, რომ ამჟამად, პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, ინსტიტუტში მოქმედებს ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციის წესები. სახელდობრ, “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით და მასში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე მოწვეულ ან მონაწილე პირს ევალება
წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
1) Covid საშვი, რომლის ამობეჭდვა შეუძლია პორტალზე https://covidpass.moh.gov.ge;
2) ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა იმის გათვალისწინებით, რომ მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე;
3) ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენის ტესტის პასუხი, ან კორონავირუსის ლაბორატორიული დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ უნდა იყოს გასული 6 თვეზე მეტი.