ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელი (European Open Science Cloud – EOSC), Horizon 2020 – ის პროექტია, რომლის ძირითადი მიზანია კვლევითი მონაცემების შეგროვება და დამუშავება ევრო-კავშირის მეცნიერების მხარდასაჭერად. ანალოგიურ მიზნებს ემსახურება საქართველოს ღია მეცნიერების ღრუბლის ინიციატივა, რომელიც წარმოადგენს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.