სემინარის მონაწილეებს შეგახსენებთ, რომ ამჟამად, პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, ინსტიტუტში მოქმედებს ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციის წესები. სახელდობრ,
“იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით და მასში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე მოწვეულ ან მონაწილე პირს ევალება
წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
1) Covid საშვი, რომლის ამობეჭდვა შეუძლია პორტალზე https://covidpass.moh.gov.ge;
2) ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა იმის გათვალისწინებით, რომ მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე;
3) ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენის ტესტის პასუხი, ან კორონავირუსის ლაბორატორიული დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ უნდა იყოს გასული 6 თვეზე მეტი.
ინსტიტუტის ადმინისტრაცია