14 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, ჩატარდა ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები. კენჭისყრის საფუძველზე, მომდევნო 5 წლის ვადით, საბჭოს მიერ ერთხმად იქნა არჩეული ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია.