ინსტიტუტმა უმასპინძლა პროფესორ მირეი დუკასეს გამოყენებითი მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტიდან (INSA), რენი, საფრანგეთი, პროფესორებს დავით ნატროშვილს და მარიამ ჩხეიძეს სტუ-დან და არჩილ ელიზაბარაშვილს ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ GAIN-MICM გუნდის მკვლევარები და სტუდენტები. GAIN პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის კოორდინატორმა, გ.გიორგობიანმა. გაიმართა დისკუსია კვლევით პრობლემებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.