ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა, GAIN პროექტის შემსრულებელმა, პროფესორმა გიორგი ღლონტმა წარმოადგინა პროგრამული სისტემა “ფსიქიატრიული კლინიკების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული მხარდაჭერა”. სისტემის პრეზენტაცია გაიმართა “შალვა მიქელაძის სახელობის გამოთვლითი ცენტრის” სემინარზე, 2024 წლის 24 ოქტომბერს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინსტიტუტის მეცნიერები და სტუდენტები.
სისტემა დაპროექტდა გ.ღლონტის ხელმძღვანელობით სტუდენტების ჯგუფის და ფსიქიატრი კლინიკოსების მიერ. ასეთი სისტემის შექმნის იდეა გაჩნდა ინსტიტუტისა და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლობის დროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჰორიზონტი ევროპას პროექტის GAIN ფარგლებში.