საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს მარინა მენთეშაშვილს და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ინსტიტუტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა.