საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის (შემდგომში ინსტიტუტი) სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- ინფორმატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (0.5 საშტატო ერთეული);
- ინფორმატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი (0.5 საშტატო ერთეული);
- მათემატიკური მოდელირების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი (0.5 საშტატო ერთეული).
I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სამეცნიერო კვლევითი ერთეულების მიხედვით, კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება უნივერსიტეტისა (gtu.ge) და ინსტიტუტის (micm.edu.ge) ვებგვერდებზე. განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 9 და 10 აგვისტოს, 1100- დან 1400 საათამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრ. ფერაძის ქ. #4, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახი #201, საკონტაქტო პირი ნინო ბოკუჩავა, ტელ.: 595 65 80 27.
- კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 16 აგვისტოს დილის 11 საათიდან. კონკურსის პირველადი შედეგები შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ განთავსდება ინსტიტუტის თვალსაჩინო ადგილზე არაუგვიანეს 2021 წლის 16 აგვისტოსი და გამოქვეყნდება უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.
- კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2021 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
II. საკონკურსო პირობები
- კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქ- მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი – იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალში, ხოლო დანარჩენი პუბ- ლიკაციებიდან არანაკლებ სამი – Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით ან უვადოდ. უვადოდ თანამდებობის და- კავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რო- მელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბ- ლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მი- ღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემ- დებარება უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მა- გისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქ- ვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ორი – Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში. ეს უკანასკნელი მოთხოვნა პირზე არ ვრცელდება, თუ ის პირველად იღებს მეცნიერ-თანამშრომლის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას 5 წლის ვადით იკავებს.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა
წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი); ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ინსტიტუტის დებულებისა და ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტის და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.
კონკურსანტის ანკეტა | კონკურსანტის განცხადება