2020 წლის 11 მარტს გაიმართა ინსტიტუტთაშორისი სამეცნიერო სემინარის პირველი სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა – ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა.
სემინარის მთავარი თემა იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები, ბუნებრივი რესურსები და მათი ოპტიმალური გამოყენების პერსპექტივები.
სემინარზე მოხსენებებით გამოვიდნენ ცნობილი მეცნიერები: ნოდარ ჭითანავა, გივი თალაკვაძე, ჯიმშერ გიორგობიანი.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ლომსაძემ და ვახტანგ კვარაცხელიამ.
სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სემინარის მორიგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 25 მარტს.