მიმდინარე წლის 12 აგვისტოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიამ:
აკადემიკოს შალვა მიქელაძის სახელობის გამოთვლითი ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად აირჩია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ქართლოს ყაჭიაშვილი;
ხელოვნური ინტელექტის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად აირჩია იოსებ ყაჭიაშვილი;
მათემატიკური მოდელირების განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად აირჩია აკადემიური დოქტორი ზვიად ყალიჩავა.