ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტთან პარტნიორობით, 2026 წლის 20-29 აპრილს, პირველად საქართველოში, უმასპინძლებს ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას: g.tec Neurotechnology Spring School 2026-სა და BR41N.IO Global Designers’ Hackathon-ს!
ეს მოვლენა ქართული სამეცნიერო და ტექნოლოგიური საზოგადოებისთვის, ნეიროტექნოლოგიების სფეროში უახლესი მიღწევების გაზიარებასა და ინოვაციური იდეების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების ორგანიზატორებს შორის არიან სამედიცინო ინჟინერიის წამყვანი კომპანია g.tec და ჩვენი პარტნიორი Insight Labs, რაც უზრუნველყოფს მაღალ პროფესიონალურ დონესა და საერთაშორისო სტანდარტებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის ახალგაზრდა და პერსპექტიული თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც მათთვის უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ქმნის.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/
